2015-05-22

EBRD-ის კონკურსში თსუ სტუდენტმა გაიმარჯვა

თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, ლილე ყაზაიშვილი EBRD-ს მიერ ორგანიზებულ სტუდენტური ესეების კონკურსში საუკეთესო ესეს ავტორად დასახელდა. EBRD-ს მიერ ნაჩუქარი IPad-ის გარდა ლილე ყაზაიშვილმა საგანგებო პრიზიც მოიპოვა - "ვისოლ ჯგუფში" სტაჟირება.
საქართველოდან კონკურსში თსუ და თავისუფალი უნივერსიტეტი მონაწილეობდნენ, სომხეთიდან  - ამერიკული უნივერსიტეტი (American University of Armenia), ხოლო აზერბაიჯანიდან  - ადას უნივერსიტეტი (ADA University).
დაჯილდოების ცერემონია 15 მაისს, პარლამენტის შენობაში, EBRD-ის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში ორგანიზებულ  ყოველწლიურ შეხვედრაზე გაიმართა. სტუდენტებმა დაწერეს ესე თემაზე „ ჩვენი მომავლის ისტორია: ჩვენი საფრთხეები, ჩვენი იმედები, ჩვენი ცხოვრება“.
დეტალური ინფორმაცია და ფინალისტი ესეები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე


Print

« იხ. ყველა სიახლე