2012-10-18

კომპანია „ერიქსონის“ კონკურსი სტუდენტებისთვის

კომპანია „ერიქსონი“  სტუდენტებისა და დეველოპერებისთვის კონკურსს აცხადებს.
დავალება ითვალისწინებს ანდროიდ აპლიკაციის შექმნას საკონკურსო თემაზე: City life (ქალაქური ცხოვრება) დეტალური ინფორმაცია დავალების სპეციფიკასთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ელექტონულ ბმულებზე:  
http://www.ericssonapplicationawards.com/rules  http://ericssonapplicationawards.com/terms-of-use

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის  სტუდენტების მიერ დაკომპლექტებულ გუნდს (2-4 სტუდენტი). სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ  შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:
http://www.ericssonapplicationawards.com/team-registration-and-application-submission

კონკურსანტებმა აპლიკაციის დემო-ვიდეოსა და სამუშაო პროტოტიპი უნდა წარადგინონ 2013 წლის 28 თებერვლამდე. სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული პროფესიონალური ჟიური გამარჯვებულ  სამ გუნდს გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონია 2013 წლის მაისში გაიმართება.  
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიით :
I ადგილი – 25 000 ევრო
II ადგილი – 10 000 ევრო
III ადგილი – 5 000 ევრო

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 237-18-07, 237-18-08 (ნატა) ელ.ფოსტა: natalia.kurdiani@ericsson.com

EAA (Ericsson Application award) ოფიციალური ვებ-გვერდი : http://www.ericssonapplicationawards.com/team/blog/eaa2013-whats-new
EAA (Ericsson Application award) ოფიციალური ვებ-გვერდი ფეისბუქზე: http://www.facebook.com/Ericsson.Application.Awards
 

Print

« იხ. ყველა სიახლე