2017-09-12

პროექტი -,,უნივერსიტეტის ფოტომატიანე’’

თსუ ბიბლიოთეკის პროექტის - ,,უნივერსიტეტის ფოტომატიანე’’ მიზანია გააცოცხლოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, აღმოაჩინოს და შეაგროვოს ოჯახებში დაცული, საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი ფოტომასალები, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეშია გადაღებული, ან უშუალოდ უნივერსიტეტის თემატიკას ეხება.

გადახედეთ საოჯახო ფოტოალბომებს, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში დაცული უნივერსიტეტთან დაკავშირებული ძველი ფოტოები.

დაგვიკავშირდით, ჩვენ გავაკეთებთ მათ ციფრულ ვერსიას, ახალ სიცოცხლეს შევძენთ და უვნებლად დაგიბრუნებთ. თქვენი ფოტოკოლექციის ციფრული ასლები მუდმივად შეინახება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდებში.

აჩუქეთ თქვენს ხელთ არსებულ ფოტოფირებს ახალი სიცოცხლე. დაიცავით დაკარგვისა და განადგურებისგან. შეუნახეთ წარსული მომავალ თაობას.

საკონტაქტო ინფორმაცია:
მეკო გოჩიაშვილი (მობ.: 5-98-75-80-95)
e.mail: library@tsu.ge
 
 


Print

« იხ. ყველა სიახლე