2016-10-06

პროექტი "სტუდენტები სტუდენტებისთვის"

თუ გაქვთ საინტერესო იდეები! თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ტრენინგის ჩატარება! არ გამოტოვოთ უნიკალური შანსი და მიიღეთ მონაწილეობა თსუ უწყვეტი განათლების პროექტში „სტუდენტები სტუდენტებისთვის“, გაიმარჯვეთ კონკურსში და გაუზიარეთ საკუთარი განსაკუთრებული ცოდნა თანატოლებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის სტუდენტებს (ბაკალავრიატის მესამე და მეოთხე კურსის, მაგისტრატურის სტუდენტები).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ:
1.  CV
2. სამოტივაციო წერილი
3. საკონკურსოდ შემოთავაზებული ტრენინგის ანოტაცია (თანდართული ფორმის მიხედვით)

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასება;
II ეტაპი - შერჩეული კანდიდატებთან გასაუბრება.

კონკურსის შედეგად შერჩეული ტრენინგ-იდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ტრენერების ტრენინგი, რის შემდეგაც საშუალება მიეცემათ მათ მიერ წარმოდგენილი ტრენინგ-იდეა განახორციელონ უწყვეტი განათლების ცენტრის ბაზაზე.

პროექტის გამარჯვებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს და მიეცემათ შანში სამომავლოდ გახდნენ თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერები.

ღია კარის დღე: 20 ოქტომბერი 14:00 სთ

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა თსუ პირვლი კორპუსის გვერდით, მეორე სართული), ტელ.: 222 36 52 .

აპლიკაციების წარმოდგენის ბოლო ვადა - 2016 წლის 24 ოქტომბერი

აპლიკაციები წარმოადგინეთ ელექტრონულად მისამართზე: TSULifeLongLearning@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე