2017-01-10

პროექტი თსუ დესპანი 2017 იწყება

✔️ თსუ დესპანი საბავშვო უნივერსიტეტის პროექტია, რომლის მიზანია ნებისმიერი საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტმა მშობლიურ სკოლაში ჩაატაროს უნივერისტეტის შესახებ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა.
✔️ პროექტი 5 წელია ხორციელდება და წელს რექტორატის და ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერა აქვს.
✔️ პროექტის წარმატებით განხორცილების ხანრძლივმა გამოცდილებამ გვიჩვენა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს თსუ დესპანს მოსწავლეებისთვის პროფესიის რაციონალურად არჩევიასა და უმაღლესი განათლების მნიშვნელობის გააზრებაში.

2017 წელს პროექტი განსხვავებული ფორმატით განხორციელდება. წინა წლებში პროექტში მონაწილე სტუდენტები თებერვლის თვეში ბრუნდებოდნენ საკუთარ სკოლებში და ატარებდნენ პრეზენტაციას. თსუ დესპანი 2017-ში მონაწილეებს მთელი წლის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა მშობლიურ სკოლაში თსუ პროფესორებთან და საბავშვო უნივერსიტეტთან ერთად დაგეგმოს სხვადასხვა ღონისძიება:
✔️ ჩაატაროს უნივერსიტეტის ღია კარის დღე,
✔️ საინფორმაციო შეხვედრა,
✔️ ორგანიზება გაუწიოს უნივერსიტეტის და სკოლის ერთობლივი კონფერენციების, ვიქტორინების, ესეების კონკურსების და ა.შ. განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 10 იანვრიდან -10 თებევრლის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია

✔️ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tsuenvoy@tsu.ge
☎️ 555-65-41-40; 597-22-26-16
 junior.tsu.ge, Facebook.com/თ სუ დესპანი-TSU envoy
✔️ ან მობრძანდით:
თსუ პირველი კოპრუსი, უწყვეტი განათლების ცენტრის შენობა, მეორე სართული. (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა)
Print

« იხ. ყველა სიახლე