2011-05-18

სამეცნიერო კონფერენცია “კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მენეჯმენტი, ევროპული, ევროკავშირის და გაეროს გამოცდილება”

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი აცხადებს სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: “კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მენეჯმენტი, ევროპული, ევროკავშირის და გაეროს გამოცდილება”.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

საკონფერენციო ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა 6 ივნისი. ნაშრომი უნდა იქნას შესრულებული ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

საუკეთესო ნაშრომების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, გააკეთონ პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა და სხვა საპატიო სტუმრების წინაშე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: ninopar@gmail.com, ან დაგვირეკეთ: 22 78 99
Print

« იხ. ყველა სიახლე