2015-10-19

საფინანსო ბაზრების რეგულირება საქართველოში

20 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-6 ფორუმი "საფინანსო ბაზრების რეგულირება საქართველოში" გაიმართება.

ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მოხელეები, თავისუფალი მეწარმეობის წარმომადგენლები, რომლებსაც თავიანთ საქმიანობაში უშუალო შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან. ფორუმში ასევე მიიღებს მონაწილეობას გერმანელი ექსპერტი, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი ლორენც ფასტრიხი, რომელიც წარმოადგენს გერმანიის და ევროგაერთიანების რეგულაციებს და არსებულ რეალობას საფინანსო ბაზრების რეგულირების სფეროში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.3, თსუ II კორპუსი, 135-ე აუდიტორია


დღის წესრიგი:

15:00 ფორუმის გახსნა

პროფ. ირაკლი ბურდული, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე

ოთარ ძიძიკაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო

15:20 ნიკა ქოიავა,თსუ ასისტენტ-პროფესორი, ბრემენის უნივერსიტეტის დოქტორანტი

პრეზენტაცია „საქართველოს კაპიტალის ბაზრის ინსტიტუციური თავსებადობა“

დისკუსია

16:00 შესვენება ყავაზე

16:15 პროფ. ლორენც ფასტრიხ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის პროფესორი

კაპიტალის ბაზრის სამართალი გერმანიაში და ევროგაერთიანების რეგულაციები

დისკუსია

17:30 შედეგების შეჯამება

Print

« იხ. ყველა სიახლე