2018-03-05

ინგლისური ენის კონკურსი სტუდენტებისთვის

ბრიტანეთის საბჭო და საგანმანათლებლო სააგენტო ELL იწვევს სტუდენტებს ინგლისური ენის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომლის გამარჯვებულიც დიდ ბრიტანეთში ორკვირიან სასწავლო კურსზე გაემგზავრება.

კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია:

  • სტუდენტის ასაკი 18 წელს აღემატებოდეს
  • სტუდენტი იყოს საქართველოს მოქალაქე
  • კონკურსანტი იყოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2018 წლის 12 თებერვლიდან - 12 მარტის ჩათვლით.

სარეგისტრაციოდ და დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.
Print

« იხ. ყველა სიახლე