2017-04-20

დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში

2 მაისს 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელი საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართება. პროექტი ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ინიციატივით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის  მხარდაჭერით.

ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და პროექტით დაინტერესებული სტუდენტები, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრებიან და პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

კლუბების ქსელი აერთიანებს საქართველოს სამ რეგიონს:თბილისს, ახალციხესა და აჭარას და მის  ფარგლებში სტუდენტებს  ჩაუტარდებათ  ლექცია-სემინარები კონსტიტუციის საკითხებზე, ტრენინგები საჯარო გამოსვლებისა და ფორმალური დებატების ტექნიკის მიმართულებით.

დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია 4 მაისამდე, რომლის მიხედვითაც შეირჩევიან პროექტის მონაწილეები.

პროექტის მონაწილე ყველა სტუდენტი მიიღებს სერტიფიკატს, გამარჯვებულებს კი გადაეცემათ სხვადასხვა სახის პრიზები.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე
აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე