2017-04-26

ქ. ფრანფურტ ოდერის (გერმანია) ვიადრინას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დელეგაცია თსუ-ში

2 მაისს, 11:00 საათზე, თსუ-ს სამუშაო ვიზიტით ეწვევა ქ. ფრანფურტ ოდერის (გერმანია)  ვიადრინას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების დელეგაცია პროფესორი ელენა დორმანის ხელმძღვანელობით. ვიზიტის მიზანია ვიადრინას უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტების ერთობლივი საერთაშორისო სემინარის (მრგვალი მაგიდა) ჩატარება და პრეზენტაციის სახით სტუდენტების ინფორმირება ვიადრინას უნივერსიტეტის  შესახებ.

ამავდროულად, ვიადრინას უნივერსიტეტის სტუდენტებს სურთ პრეზენტაციებისა და დისკუსიის სახით თსუ-ს სტუდენტებისაგან მიიღონ ინფორმაცია მათი უნივერსიტეტში სწავლის, სტუდენტური ცხოვრების, სხვადასხვა საინტერესო პროექტებისა და ინიციატივების შესახებ.
 
სამუშაო ენა: ინგლისური, გერმანული და რუსული.

მისამართი: თსუ, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, პირველი კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია (ოთახი 115).


Print

« იხ. ყველა სიახლე