2011-03-01

ახალი ბერძნული ენის საერთაშორისო გამოცდის ჩაბარების მსურველთა საყურადღებოდ

არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტის ბერძნული ენის ცენტრთან თანამშრომლობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში 2011 წლის 10, 11 და 12 მაისს ჩატარდება ახალი ბერძნული ენის სასერთიფიკატო გამოცდები.

    გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისათვის უნდა მიმართონ ეკატერინე ქართველიშვილს ა. წ. 1 თებერვლიდან ყოველ დღე (შაბათ-კვირის გარდა), 12-დან 15 საათამდე შემდეგ მისამართზე:  ი. ჭავჭავაძის პროსპ. N13, თსუ VIII კორპუსი, II სართული, ოთახი 219. ტელ:  893 49 00 18    ან  25 32 20.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 მარტი,  15:00 სთ.

გამოცდის ჩაბარების მსურველებმა რეგისტრაციისას თან უნდა იქონიონ  პასპორტი და შესაბამისი თანხა (Α1 დონისთვის – 55 ევრო; Α2, Β1 დონისთვის - 65 ევრო; Β2, Γ1, Γ2 დონისთვის – 73 ევრო).
Print

« იხ. ყველა სიახლე