2012-04-07

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი აცხადებს მასალების მიღებას ორენოვან (ქართულ-ინგლისურ) საერთაშორისო ჟურნალში ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი” დასაბეჭდად

გამოდის ჟურნალ ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის”  მეორე ნომერი. მასში დაიბეჭდება ფილოსოფიისა და თეოლოგიის პრობლემებისადმი მიძღვნილი მასალები, ახალი თარგმანები კომენტარებით, ინფორმაცია მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, ახალი პუბლიკაციების შესახებ და სხვ.

მასალა ჟურნალში წარმოდგენილ უნდა იქნეს,  როგორც ელექტრონული, ისე ამობეჭდილი ფორმით. მას თან უნდა ახლდეს რეზიუმე (არანაკლებ 5000 ასო ნიშანი) და ინფორმაცია ავტორის შესახებ (სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი, აკადემიური პოზიცია, ტელეფონის ნომერი და მეილი).


ტექსტის აკრეფის დროს გთხოვთ იხელმძღვანელოთ შემდეგი მოთხოვნებით:

შრიფტი- AcadNusx
ფორმატი- MS Word,
           ფონტი ზომა -12
ინტერვალი- 1.5
საზღვრები მარცხენა -2.5, მარჯვენა-1.5, ზედა 2.0 ქვედა - 2, სივრცე-1.5.
დასაწყისში ეთითება სტატიის ავტორის სახელი და გვარი
სტატიის სათაური იბეჭდება AcadMtavr შრიფტით.
ტექსტს უნდა ახლდეს რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არანაკლებ 5000 ასო-ნიშანი), შრიფტი- Times New Roman PP
ციტირებისას ტექსტში გამოიყენეთ ნუმერაცია 1, 2, 3 .... და შესაბამისი გვერდი. Mმაგ. (7.25)
გამოყენებული ლიტერატურა ტექსტს ერთვის ბოლოში.
გამოყენებული ლიტერატურის მითითებისას იხელმძღვანელეთ შემდეგი მითითებებით: ა)პერიოდული გამოცემების შემთხვევაში: პუბლიკაციის ავტორის სახელი, გვარი, პუბლიკაციის სათაური, პერიოდული გამოცემის სახელწოდება, ნომერი, წელი.
ბ) მონოგრაფიის შემთხვევაში: პუბლიკაციის ავტორის სახელი, გვარი, პუბლიკაციის სათაური, გამომცემლობის სახელწოდება, ქალაქი, წელი.
ტექსტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 გვერდს.

ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ სტატიებს უნდა ახლდეს რეზიუმე ქართულად. (არა ნაკლებ 5000 ასო ნიშანი).
ჟურნალში მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 15 ივნისი 2012
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სარედაქციო საბჭო იტოვებს უფლებას არ მიიღოს სტატია, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს საექსპერტო მოთხოვნებს.

ჩვენი  მისამართია:
01 28 თბილისი. ი. ჭავჭავაძის პროსპ. #3, თსუ II კორპუსი. ოთახი #205. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9.00– 18.00
ტელეფონი:   (+ 995 32) 2 221187 მობილური: 599257471/599514166
ელ.ფოსტა: demuri.jalagonia@tsu.ge, anastasia.zakariadze@tsu.ge




TSU Scientific Annual International Bilingual Magazine “Philosophical-Theological Review”.
Faculty of Humanities. Institute of Philosophy
A N N O U N C E M E N T

 Professors, Researchers and the students of M.A. and Ph.D. programs are welcome to publish their research papers in TSU Scientific Magazine “Philosophical-Theological Review”.

•    Papers on all aspects of Theology and Philosophy research are welcome
•    New translations with comments
•    Information on current scientific events, publications.

•    Please consider the requirements for text format - MS Word, font - Times New Roman, font size - 12, interval – 1.5, margins: left-2.5 cm, right-1.5 cm, upper and bottom-2.0 cm - 2 cm, indentation – 1.25 cm.
The title of the article should be capitalized (alignment - center), the second line should have the authors first and last names, and country (center). The article should also have a 150-250-character abstract in English (up to 4 lines). The bibliography should be at the end of the article in alphabetical order. The bibliographical references in the text of the article should be put in brackets, e.g. (7, p.25). Text must not exceed 15-20 pages.
•    All author are requested to present research papers, abstract ( must not 5000 exceed )and Personal Information (name, position, degree, telephone, e-mail)
•    Dead line is  15 june, 2012.
 
Please note that the editorial board of magazine reserves the right to deny the publication of the articles that are irrelevant.

The materials have to be presented both by CD and hard copy.
Address:
0128 Tbilisi. Ilia Chavchavadze Aven. #3 Building II. Room 205. Faculty of Humanities. Institute of Philosophy
Working Hours: Monday-Friday, 9 am – 18 pm;
E-mail: demuri.jalagonia@tsu.ge, anastasia.zakariadze@tsu.ge
Tel: (+ 995 32) 2 221187. Cell-599257471/599514166.

Print

« იხ. ყველა სიახლე