2018-03-16

ISET-ის ღია კარის დღე

2018 წლის 16 და 26 მარტს, 18:00 საათზე, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) გაიმართება ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეები.

თუ გაინტერესებთ ეკონომიკა და გსურთ, საერთაშორისო დონის განათლება მიიღოთ საქართველოში, მაშინ მობრძანდით ISET-ში და გაიცანით ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, პროფესორები, თანამშრომლები და ნახეთ ის გარემო, სადაც მომავალმა სტუდენტებმა უნდა გაატარონ დრო სწავლის პერიოდში.

ISET-ის თანამშრომლები გაგაცნობენ შენობას, ბიბლიოთეკას, საკლასო და დასასვენებელ ოთახებს, პროფესორები მოგიყვებიან კურსებზე, ლექციებსა და საინტერესო აქტივობებზე, რომლებიც მრავლად იქნება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ჩვენი სტუდენტები და კურსდამთავრებულები კი მოგიყვებიან საკუთარ პირველ ნაბიჯებსა და გამოცდილებაზე, რაც დაგეხმარებათ თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.

მისამართი:თბილისი, ზანდუკელის ქ. 16, ISET, I სართული, საკონფერენციო დარბაზი
 
Print

« იხ. ყველა სიახლე