2012-05-19

სტუდენტური კონფერენცია

2012 წლის 8 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა
II კონფერენცია

,,პოლონური მოტივები – ისტორია და თანამედროვეობა“
კონფერენცია ეძღვნება ლეხ და მარია კაჩინსკების ხსოვნას.

კონფერენციის ორგანოზატორები არიან:
-  ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის  კავკასიური კვლევის ცენტრი;
-  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლონისტიკის ცენტრი;
-  კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი ,,პოლონია“;
-  პოლონეთის საელჩო საქართველოში.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
1.    პოლონეთის პოლიტიკურ–ეკონომიკური საკითხები;
2.    პოლონეთის ისტორიულ–კულტურული საკითხები;
3.    პოლონურ–ქართული ურთიერთობები.
რეგისტრაციის ვადა - 1 ივნისამდე : caucasus.studium@uw.edu.pl

 მეილში მიუთითეთ:
1.    სახელი და გვარი
2.    ფაკულტეტი
3.    მიმართულება
4.    თქვენ მიერ შერჩეული თემის სათაური

 კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული
Print

« იხ. ყველა სიახლე