2015-07-01

ესსეების კონკურსი თემაზე "საქართველო, უკრაინა და ევროკავშირი"

ცხადდება ესსეების კონკურსი თემაზე "საქართველო, უკრაინა და ევროკავშირი," რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ინგლისურ ენაზე. კონკურსში გამარჯვებული 5 თსუ სტუდენტი ჩაერთვება საუნივერსიტეტთაშორისო კურსში "ევროკავშირის ინსტიტუტები," რომელსაც წარუძღვება ევროპული კვლევების ინსტიტუტის ევროპისმცოდნეობის მაგისტრატურის პარტნიორი ბელგიის ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი.

კურსის დასრულების შემდგომ ხუთივე სტუდენტი გაემგზავრება ბრიუსელში ვიზიტით, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობას.

ესსეს წარმოდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 31 ივლისი, 12 საათი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც მაგისტრატურის, ისე ბაკალავრიატის სტუდენტებს.

კონკურსანტმა ესსე უნდა გადმოგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: nino.lapiashvili@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე