2013-10-15

საინფორმაციო შეხვედრა დოქტორანტებთან და პროფესორებთან მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის (IRSES) ფარგლებში

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ 2013 წლის 17 ოქტომბერს, მე-7-ე ჩარჩო პროგრამის მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამის (IRSES) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის “ევროკავშირში გაწევრიანების წინა პროცესში საქართველოსა და მოლდოვასთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის გაწევრიანების წინა პროცესის საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარების  შესაძლებლობები, შეზღუდვები, დაბრკოლებები და გამოწვევები (Possibilities and limits, challenges and obstacles of transferring CEE EU pre-accession best practices and experience to Moldova’s and Georgia’s pre-accession process.  Grant agreement number: PIRSES-GA-2012-318911)  საინფორმაციო შეხვედრაზე პოტენციურ აპლიკანტებთან.
აღნიშნული პროექტის პარტნიორები არიან: ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიტვა), მოლდოვას სახელმწიფო უნივერსიტეტი (მოლდოვა) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი უზრუნველყოფს დოქტორანტების, ახალგაზრდა და გამოცდილი პროფესორებისთვის კვლევით სტიპენდიას პროექტის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

  საინფორმაციო შეხვედრა პროექტის პოტენციურ აპლიკანტებთან გაიმართება ა/წ 17 ოქტომბერს 115-ე აუდიტორიაში 12:00-14:00 საათზე .

დანართი 1

Print

« იხ. ყველა სიახლე