2015-09-18

დოქტორანტთა შესარჩევი კონკურსი

სამოქალაქო ომების სოციალური დინამიკის კვლევის ევროპის საბჭო (ERC Social Dynamics of Civil Wars) აცხადებს დოქტორანტთა შესარჩევ კონკურსს ერთობლივ პროგრამაზე სამუშაოდ საფრანგეთში, ქ. პარიზში. პროექტი მიზნად ისახავს კომპარატისტული კვლევის წარმოებას სამოქალაქო ომის სოციალური ასპექტების ირგვლივ.

დეტალუტრი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე

კანდიდატს სასურველია ჰქონდეს აღნიშნულ თემატიკაზე მუშაობის გამოცდილება (თანამედროვე ეპოქის ცივი ომები). დოქტორანტი უნდა ფლობდეს ფრანგულ ენას, რათა შეძლოს სხვადასხვა ტიპის დისკუსიასა და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება. კანდიდატი 2016 წლის 1 იანვრისთვის უნდა იყოს ჩარიცხული სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამაზე.

შერჩევის კრიტერიუმები:
•ფრანგულ ენის ცოდნა
•კანდიდატი უნდა ფლობდეს მაგისტრის დიპლომს შემდეგი მიმართულებით : პოლიტიკური მეცნიერებები, გეოგრაფია, ისტორია, ეკონომიკა, ანთროპოლოგია, სოციოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები.
•იცხოვროს პარიზში კონტრაქტით გათვალისწინებულ პერიოდში
შესასრულებელი აქტივობები :
•სადისერტაციო ნაშრომი უნდა შეესაბამებოდეს პროექტის თერმატიკას
•კანდიდატი ვალდებულია გამოაქვეყნოს სამეცნიერო სტატიები სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში (სტატიების რაოდენობა თანხმდება პროექტის ხელმძღვანელთან)
•მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ ღონისძიებებში, მათ შორის ყოველკვირეულ სემინარებსა და შეხვედრებში, კოლოკვიუმებში, ატელიესა და ერთობლივ შრომებში.

კონტრაქტის პირობები :
•კონტრაქტის ხანგრძლივობაა 12 თვე (2016 წლის 1 იანვრიდან). შესაძლებელია კონტრაქტის განახლება პროგრამის ხანგრძლივობის გათვალისწინებით (5 წელი) ხელმძღვანელის შეფასების საფუძველზე.
•თვიური ხელფასი შეადგენს 1350 ევროს. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კვლევასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯებიც.
კანდიდატის დოსიე უნდა შეიცავდეს :
•სამაგისტრო ნაშრომი
•CV
•სამოტივაციო წერილი
•კვლევითი პროექტი (მაქსიმუმ 40000 სიმბოლო) + ბიბლიოგრაფია

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2015 წლის 1 ოქტომბერი, 23:00 (პარიზის დროით)

კანდიდატის დოსიე იგზავნება ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: civilwarserc@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: tamar.garibashvili@auf.org

Print

« იხ. ყველა სიახლე