2017-01-16

პრეტესტი ზოგად უნარებში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და აბიტურიენტთა სამსახური IX-XI კლასის მოსწავლეებს სთავაზობს პრეტესტს ზოგად უნარებში.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ:
  • ზოგადი უნარების გამოცდის სტრუქტურას;
  • ტესტური დავალებების ნიმუშებს;
  • გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები;
  • გაანალიზონ ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • მიიღონ კვალიფიცური რეკომენდაციები.
ტესტი შედგება 20 დავალებისაგან, რომელშიც გაერთიანებულია როგორც ვერბალური, ისე მათემატიკური ნაწილი. პრეტესტის ხანგრძლივობაა 60 წუთი.

პრეტესტი გაიმართება 27 იანვარს, ქ.რუსთავში, ტაშკენტის ქ.N6.

რეგისტრაცია დაიწყება 15:00 სთ-ზე.


პრეტესტზე დასასწრებად უნდა გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია.

პრეტესტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია (მონაწილეთა რეგისტრაცია ნაკადების მიხედვით, შედეგები, სარეკომენდაციო შეხვედრის თარიღი) გამოქვეყნდება საბავშვო უნივერსიტეტის და აბიტურიენტთა სამსახურის ფეისბუქ გვერდებზე ასევე ვებგვერდზე: http://www.junior.tsu.edu.ge/

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკაშირდით:
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი: www.facebook.com/UnijunioatTSU/
თსუ აბიტურიენტთა მომზადება: www.facebook.com/TSUabiturientebi/
ელ.ფოსტა: abiturienti@tsu.ge
️ტელ.: 555 65 41 40

ან მობრძანდით:
თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი (უნივერსიტეტის ბაღი, ორსართულიანი შენობა, მეორე სართული)რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.



Print

« იხ. ყველა სიახლე