2014-11-27

ბიბლიოთეკის ლაბირინთებში...

შოთა რუსთაველის სახელობის ცენტრალური სამკითხველო დარბაზი  30 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით იწყებს პროექტს, სახელწოდებით  -„ბიბლიოთეკის ლაბირინთებში“.  პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტს ჩამოუყალიბოს წიგნის მოძიების უნარ-ჩვევები და უკეთ ასწავლოს საბიბლიოთეკო სივრცეში ორიენტირება.

30 ნოემბერიდან  ბიბლიოთეკის ფოიეში, დაფაზე გამოიფინება მინიშნება, რაც წიგნის მოძიების პირველი ნაბიჯია. პროექტის მონაწილეები ყოველდღიურად ახალ მინიშნებებს ამავე დაფაზე გაეცნობიან. 

წიგნის მპოვნელი დაჯილდოვდება წამახალისებელი პრიზებით.

გისურვებთ წარმატებებს...

Print

« იხ. ყველა სიახლე