2015-11-25

ზაარლანდის (გერმანია) უნივერსიტეტის სტიპენდიების მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილე თსუ დოქტორანტურის სტუდენტთა საყურადღებოდ!

2016 წლის გაზაფხულის სემესტრში ზაარლანდის უნივერსიტეტში ორკვირიანი კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებელ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ს ყველა ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე გერმანულენოვან დოქტორანტს!
 
კონკურსში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება ზეპირი გასაუბრების შედეგად.*
 
კონკურსის ჩატარების სავარაუდო პერიოდია 2015 წლის დეკემბერის მეორე ნახევარი.

ზუსტი თარიღი და დრო გეცნობებათ დამატებით!

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება მოხდება 2015 წლის 11 დეკმბრის, 18:00 საათამდე შემდეგი ელექტრონული მისამარის საშუალებით:dfronline_de@tsu.ge
 
დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ელფოსტის საშუალებით, იხილეთ დანართში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ:
ირინა გამყრელიძეს irina.gamkrelidze@tsu.ge
(თსუ მეორე კორპუსი, მეორე სათული, ოთახი 204, თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი; ტელ/ფაქსი: +99532.2250212)
შენიშვნა:   
*   გერმანულენოვან დოქტორანტებს არ მოეთხოვებათ ენის ტესტის დაწერა.

** გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში, კონკურსზე გამონაკლისის სახით დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ინგლისურენოვანი დოქტორანტები.
 
Print

« იხ. ყველა სიახლე