2013-10-02

საინფორმაციო შეხვედრა DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით

9 და 11 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება დაინტერესებულ სტუდენტებსა და პროფესორებთან.

DAAD ერთ-ერთი მსხვილი სასტიპენდიო ფონდი 1988 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოში და სტუდენტების, დოქტორანტებისა და მეცნიერებისთვის ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს.

შეხვედრები გაიმართება:

9 ოქტომბერს, 16.00 საათზე, თსუ მე-10 კორპუსში (მაღლივი), 206-ე აუდიტორიაში;
11 ოქტომბერს, 16.00 საათზე,  თსუ პირველ კორპუსში, 101-ე აუდიტორიაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე