2017-05-01

საერთაშორისო კონფერენცია "კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია "

2-3 მაისს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის  ინსტიტუტი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე
"კოლექციები - კვლევა - ინტერპრეტაცია " 

კოლექციები მუდამ სამეცნიერო კვლევისა და ინტერეპრეტაციის საგანს წარმოადგენდა. სხვადასხვა მუზეუმსა თუ გალერეაში დაცული არტეფაქტების შესწავლის პროსცესმა დიდწილად შეუწყო ხელი მეცნიერების განვითარებასა და არაერთი ახალი სამეცნიერო მიმართულებებისა და დარგის ჩამოყალიბებას:  ხელოვნებათმცოდნების, ეთნოლოგიის, ანთროპოლოგიის, საბუნებისმეტყველო დარგებისა და ტექნოლოგიების ისტორიიდან,  სამუზეუმო კვლევებსა და პრაქტიკამდე. სამეცნიერო კვლევები და კოლექციების ახლებური ინტერპრეტაცია, თავის მხრივ, ხელს უწყობს მუზეუმებისა და გალერეების, როგორც ინსიტიტუციების განვითარებას. სამეცნიერო აღმოჩენებმა და საგამოფენო სივრცებში სხვადასხვა მედია საშულებებით ინტერპრეტაციამ კოლექციებს მეტად მიმზიდველი და საინტერესო გახადა ფართო საზოგადოებისთვის. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია  ხაზი გაუსვას როგორც კოლექციების როლს ახალი სამეცნიერო მეთოდოლოგიისა და მიდგომების ჩამოყალილებაში, ისე წარმოაჩინოს მეცნიერების წვლილი მუზეუმებისა და გალერეების განვითარებასა და პოპულარიზაციაში. კონფერენციის თემატიკა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
  • კოლექციების როლი მეცნიერების განვითარებაში
  • კოლექციების კვლევის სფეროში არსებული ბოლოდროინდელი სიახლეები.
  • სამეცნიერო კვლევა, როგორც მუზეუმებისა და გალერეების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა
  • ახალი მეთოდოლოგიური ჩარჩოები.
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები  მოიცავს როგორც ზოგადი ხასიათის კვლევებს, ისე კონკრეტული მაგალითების ანალიზს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური

დეტალური ინფორმაცია სესიების და მათი ადგილმდებარეობის შესახებ იხილეთ პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე