2012-03-28

განსაკუთრებული შეთავაზება სტუდენტებს


GIC Georgia LLC ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით თსუ-ში ჩაატარებს ტრენინგ კურსებს სტანდარტიზაციის საკითხებში.
GIC Georgia LLC წარმომადგენლობა საქართველოში პასუხისმგებელია საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის მენეჯმენტის სასტემების სერტიფიცირებაზე და ტრენინგების ჩატარებაზე მსოფლიოს 11 ქვეყანაში.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და ისარგებლებენ შემდეგი პრივილეგიებით:
  • სამი საუკეთესო ქართველი სტუდენტი გაემგზავრება ლონდონში ერთი კვირით და დაესწრება იქ ორგანიზებულ უფასო აუდიტის სასწავლო კურსს. ყველა სახის დანახარჯების დაფარვას უზრუნველყოფს GIC UK.
  • სტუდენტები, რომლებიც სასწავლო კურსს გაივლიან დასაქმდებიან GIC Georgia-ში ნახევარ განაკვეთზე, ხოლო სრულ განაკვეთზე და მომუშავე აუდიტორი იმოგზაურებს თბილისის ოფისის დაქვემდებარებაში მყოფ 11 ქვეყანაში.

კურსის ღირებულება: 75 ფუნტი სტერლინგის ექვივალენტი ლარებში.

რეგისტრაციის ვადები: 2012 წლის 18 აპრილამდე

რეგისტრაციის ფორმა

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, თსუ მეორე კორპუსი, ოთახი 103.
ტელ.: 222 36 52
ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე