2015-10-22

სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონული პერსპექტივები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ-სა და დოიჩე ველე აკადემიის ერთობლივი სამხრეთ კავკასიის სამეცნიერო კონფერენცია "მედია, სამართალი და ეთიკა: რეგიონული პერსპექტივები" ("Media, Law and Ethics – the Regional Perspectives") .
 
ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პანელებს: ინფორმაციის თავისუფლება; მედია და ადამიანის უფლებები; სასამართლო და მედია; მედია და ეთიკა.
 
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჟურნალისტიკის დეპარტამენტების და იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.  წარმოდგენილი იქნება 11 მოხსენება.
 
კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“. ღონისძიების მხარდამჭერია თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი.

დასწრება თავისუფალია.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა იხილეთ ბმული
მსურველებმა იხილეთ დოიჩე ველე აკადემიის ვებ-გვერდი და Facebook გვერდი

Print

« იხ. ყველა სიახლე