2014-11-24

ერასმუს მუნდუსის პროგრამებისთვის ორგანიზებული უცხო ენის ტესტირების შედეგები

ერასმუს მუნდუსის პროგრამებისთვის ორგანიზებული 
უცხო ენის ტესტირების შედეგები

მომდევნო ეტაპზე გადასულ სტუდენტთა სია: დანართი 1
გამსვლელი ქულა: 71
ნაშრომის ნახვის მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 26 ნოემბრის 16 საათისა sms.tsu.ge-დან უნდა მიმართოთ საგამოცდო ცენტრს. ანოტაციაში უნდა მიუთითოთ, რომ გსურთ თსუ-ს გაცვლითი პროგრამებისთვის დაწერილი უცხო ენის ტესტის ნახვა. 
ერასმუს მუნდუსის პროგრამებისთვის უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობის მოპოვების მსურველებმა არაუგვიანეს ა/წ 27 ნოემბრის 16 საათისა erasmus@tsu.ge-ზე უნდა გააგზავნონ ცნობის დამზადების თხოვნა და სახელი და გვარი (ლათინურ ენაზე, როგორც პასპორტშია მითითებული). ცნობები გაიცემა ა/წ 1 დეკემბერს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ-ს პირველი კორპუსი, ოთახი 121) 14 საათიდან 17 საათამდე.

შენიშვნა: თსუ-ს ინგლისურენოვან გაცვლითი პროგრამების მეორე ეტაპზე გამსვლელთა სია თსუ-ს ვებ-გვერდზე დაიდება ა/წ 27 ნოემბერს.

Print

« იხ. ყველა სიახლე