2017-02-09

ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

13 თებერვალს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ესტონური უნივერსიტეტების წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან. შეხვედრაზე უცხოეთში სწავლით დაინტერესებულ ყველა პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს სასწავლო პროგრამებს, მიიღოს დეტალური ინფორმაცია დაფინანსებისა და სტიპენდიების შესახებ და პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 214-ე აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე