2016-06-08

გერმანიის ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)

გერმანიის  ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS).

განაცხადების მიღება 2017 წლის პროგრამაში მონაწილეობისათვის / განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 30 ივნისი.

გერმანიის ბუნდესტაგი ბერლინის სამ უნივერსიტეტთან ერთად საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის პროგრამის (IPS) ფარგლებში პოლიტიკური საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან აძლევს იშვიათ შესაძლებლობას, უშუალოდ გაეცნონ გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს. დღემდე ამ პროგრამაში 2.200-მა სტიპენდიატმა მიიღო მონაწილეობა, აქენდან ბოლო წლებში 55 ახალგაზრდაზე მეტმა საქართველოდან.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე პოლიტიკით დაინტერესებულ ახალგაზრდებზე, რომლებსაც სურთ თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ფასეულობებისათვის იღვაწონ. პროგრამა გრძელდება 2017 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე. მის ფარგლებში სტიპენდიატები მუშაობენ ბუნდესტაგის ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში. პროგრამაში მონაწილეობის პირობები იხილეთ თანდართულ საინფორმაციო მასალაში.

პროგრამის ფარგლებში გერმანიის ბუნდესტაგი გაიღებს მგზავრობის, ბინის, დაზღვევისა და ყოველთვიური სტიპენდიის ხარჯებს. პროგრამის მიზანია, სტიპენდიატებისათვის თვალსაჩინო გახადოს პოლიტიკური ცხოვრება და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. აღნიშნული სტიპენდია ბრწყინვალე შესაძლებლობაა დამატებითი კვალიფიკაციის მიღებისათვის და იგი სამშობლოში დაბრუნებული სტიპენდიატების კარიერის შანსებს მნიშვნელოვნად ზრდის. გასული წლების მსგავსად 2017 წლისთვისაც საქართველოსათვის გათვალისწინებულია დაახლოებით ხუთი სტიპენდია.

საგანაცხადო საბუთები მიიღება 2016 წლის 30 ივნისამდე ელექტრონულად მისამართზე ips@tifl.diplo.de. დანართის ზომა არ უნდა აღემატებოდეს 18 მეგაბაიტს.

დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ გერმანიის პარლამენტის საიტზე ან გერმანიის საელჩოს ვებ-გვერდზე

იხილეთ დანართი
Print

« იხ. ყველა სიახლე