2016-10-19

12 ოქტომბერს ორგანიზებული თსუ ინსტიტუციონალური ენის ტესტირების შედეგები!!!

დადებითი შეფასების მქონე აპლიკანტთა სია: დანართი

გამსვლელი ქულა (ერაზმუს პლუსისა და ერაზმუს მუნდუსის პროგრამებისთვის): 71

მომდევნო ეტაპზე გადასულ კონკურსანტებს უცხო ენის სერთიფიკატის ალტერნატიული ცნობის აღება სჭირდებათ მხოლოდ მონპელიესა და იაშის უნივერსიტეტში განაცხადის გაკეთების შემთხვევაში!

აღნიშნულ ორ უნივერსიტეტზე განაცხადის გაკეთების მსურველებმა ცნობის დამზადების თხოვნის წერილი გამოგვიგზავნეთ erasmusplus@tsu.ge-ზე არაუგვიანეს 26 ოქტომბრის 16:00 საათისა (წერილში მიუთითეთ სახელი და გვარი ლათინურად -  როგორც პასპორტში გაქვთ მითითებული, ფაკულტეტი, სწავლის საფეხური და სემესტრი). ცნობები მეილზევე მოგეწოდებათ სკანირებული სახით 28 ოქტომბერს!

*შენიშვნა: კონკურსი არ ითვალისწინებს უცხო ენის ტესტის შეფასების სააპელაციო განხილვას!
Print

« იხ. ყველა სიახლე