2017-11-15

დასაქმების ფორუმი თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე

22 ნოემბერს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმი გაიმართება. 

დამსაქმებლები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვა შესაძლებლობებს გააცნობენ.

დასაქმების ფორუმი სტუდენტებისა და დამსაქმებლების დაახლოების ეფექტური გზაა და საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ მათთვის სასურველი კომპანიებისა და ორგანიზაციების ადამიანური რესურსების განყოფილებების წარმომადგენლებს, წარუდგინონ საკუთარი თავი, მიიღონ ინფორმაცია პოტენციური დამსაქმებლის მიმდინარე თუ სამომავლო საკადრო საჭიროებებზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელ-ფოსტა: career@tsu.ge;
ტელ: 2294565

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. #13, თსუ მე-11 კორპუსი

20 და 21 ნოემბერს თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი გამართავს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა/ტრენინგს. ტრენინგები ჩატარდება CV-სა და სააპლიკაციო დოკუმენტაციის მომზადების, დამსაქმებელთან გასაუბრების თემებზე. ტრენინგის მიზანია, მოამზადოს სტუდენტები 22 ნოემბერს დაგეგმილი დარგობრივი დასაქმების ფორუმისთვის.

ტრენინგი ჩატარდება:
20 ნოემბერი, ორშაბათი, 15 სთ. აუდიტორია 105 (განივი)
21 ნოემბერი, სამშაბათი, 13 სთ. აუდიტორია 421 (განივი)
21 ნოემბერი, სამშაბათი, 17 სთ. აუდიტორია 209 (2-ე კორპუსი)



Print

« იხ. ყველა სიახლე