2018-01-25

ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს სტუდენტების შერჩევას სტუდენტურ კონფერენციებზე მოხალისეობისათვის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სტუდენტთა სამეცნიერო წრე აცხადებს სტუდენტების შერჩევას 2017-2018 წლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ამერიკისმცოდნეობის მე-19 ყოველწლიურ საერთაშორისო და ამერიკისმცოდნეობის მე-6 ყოველწლიურ სტუდენტურ კონფერენციებზე მოხალისეობისათვის. მოხალისედ დარეგისტრირება შეუძლია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.

რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 12 მარტამდე. 2018 წლის 12 მარტის შემდეგ დარეგისტრირებული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
Print

« იხ. ყველა სიახლე