2013-02-28

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა” მიძღვნილი პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 70 წლისთავისადმი

2013 წლის 3-5 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: “სივრცე, საზოგადოება, პოლიტიკა”, მიძღვნილს პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის 70 წლისთავისადმი.
თეზისების წარმოდგენის ვადა 10 აპრილი.
კონფერენციაზე დაშვებული მოხსენების სრული ტექსტი 5 გვერდის მოცულობით საორგანიზაციო კომიტეტს უნდა გაეგზავნოს 10 მაისამდე.
კონფერენციის მასალები დაიბეჭდება კრებულის სახით. ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს AcadNusx, ფონტი – 12, ინტერვალი – 1.
კონფერენციის მასალები უნდა გაიგზავნოს საორგანიზაციო კომიტეტში თამარ დოლბაიასა და რევაზ ჯორბენაძესთან შემდეგ მისამართზე:
tamar.dolbaia@tsu.ge
revaz.jorbenadze@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე