2014-05-20

ლოძის უნივერსიტეტის სტიპენდიები 2014-2015 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის

ლოძის უნივერსიტეტი (პოლონეთი http://iso.uni.lodz.pl/) აცხადებს სტიპენდიებს თსუ ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის და იურიდიული ფაკულტეტების ბაკალავრიატის II, III და მაგისტრატურის I სასწავლო წლის სტუდენტებისათვის.

სწავლის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • CV(ინგლისურ ენებზე)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე)
  • აკადემიური მოსწრების ფურცელი (ქართულ ენაზე, დეკანატის ბეჭდითა და შესაბამისი ხელმოწერით დამოწმებული)
  • რეკომენდაცია (ინგლისურ ენაზე)
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  • პასპორტის ასლი
  • ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (მათ შორის მიიღება თსუ-ს მიერ 2013 წელს ჩატარებული ტესტირების დამადასტურებელი ცნობა, რეიტინგით 81).

მიმღები უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მომსახურების შემდეგ პაკეტს

  • უფასო სწავლა
  • ოთახი საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელში (100 €)
  • საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2014 წლის 27 მაისი 18 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ ლელა კაცაძეს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 2 25 02 12).

შემოთავაზებული სასწავრო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ დანართში.
Print

« იხ. ყველა სიახლე