2015-10-23

თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში (იტალია)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად რომის ლა საპიენცას უნივერსიტეტში ( იტალია ) http://en.uniroma1.it/

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.

სასწავლო მიმართულებები:

ინგლისურენოვანი: ეკონომიკა და ბიზნესი, კომპიუტერული მეცნიერება
http://en.uniroma1.it/study-us/courses-and-programmes/second-single-cycle-programmes/english

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
  • ენის ინსტიტუციონალური ტესტირება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი, 15 ოქტომბერი)
  • დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
  • საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 30 ოქტომბრის 15 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე: erasmusplus@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
  • პასპორტის ასლი
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
  • მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
  • ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
  • შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
  • ბაკალავრის დიპლომი

სტიპენდიის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი (2015/2016 წლის გაზაფხულის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს: ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

Print

« იხ. ყველა სიახლე