2016-06-17

საერთაშორისო კონფერენცია დამოუკიდებელი, კვალიფიციური და ეთიკური ადვოკატის პროფესიისათვის

2016 წლის 20-21 ივნისს თბილისში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლობის, ეთიკურობისა და კვალიფიკაციის შესახებ. კონფერენციას დაესწრება ქართული და საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციების ოცდაათზე მეტი წარმომადგენელი.  

კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და სამართლის საბჭოსთან (CCBE) და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან  ევროპის საბჭო, ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).

კონფერენციას გახსნის საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ: ზაზა ხატიაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, შტეფენ შთორქი - ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, და ირაკლი ბურდული - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი.

კონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ ადვოკატების საერთო გამოწვევებზე და მიმოიხილავენ ადვოკატთა საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკას სხვადასხვა ქვეყანაში. კონფერენციის დასასრულს შედგება ადვოკატთა მიერ შემუშავებული ერთობლივი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც შემდგომში გამოქვეყნდება, როგორც რეკომენდაციების კრებული ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებებისათვის. ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის გაუმჯობესების მეშვეობით შესაძლებელი გახდება მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მონაწილე ქვეყნებში.

საკონტაქტო ინფორმაცია:
•ნინო მაჩხანელი, ევროპის საბჭო, nino.machkhaneli@coe.int, +995 599 055 851 +995 599 055 851
•თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში tamriko.mikadze@eeas.europa.eu, +995 32 294 3763 +995 32 294 3763
•სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907 +995 599 196907

პროგრამა

Print

« იხ. ყველა სიახლე