2015-06-15

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის
„საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი“
აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
„პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“
13-14 ნოემბერი, თბილისი, საქართველო, 2015

თსუ საქართველოს სამეზობლოს კვლევის ინსტიტუტი 2015 წლის 13-14 ნოემბერს აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „პოლიტიკა კავკასიის ირგვლივ“.
კონფერენციის მიზანია სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოთა და მეზობელ პოლიტიკურ აქტორთა საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ისტორიის, ეკონომიკის, რელიგიის, კულტურისა და ხელოვნების, ენისა და ლიტერატურის აქტუალური საკითხების კვლევა. კონფერენციის თეზისები უნდა შეიცავდეს სიახლეს და ის შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ თანამედროვეობას.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამხრეთ კავკასიის რეგიონის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ირანის, თურქეთის შესწავლის საკითხებით დაინტერესებულ ყველა მკვლევარს.
კონფერენციის ორგანიზატორები უცხოელი მონაწილეების შემთხვევაში აანაზღაურებენ შემდეგ ხარჯებს: დაფინანსდება მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, თურქეთის 2- 2 წარმომადგენელისათვის. დანარჩენმა უცხოელმა მონაწილეებმა თავად უნდა დაფარონ ხარჯები.

მნიშვნელოვანი თარიღები:
თეზისების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2015 წელი
მომხსენებელთა სიის დაზუსტება: 14 აგვისტო, 2015 წელი
მოხსენებების წარმოდგენის ბოლო ვადა: 14 ოქტომბერი, 2015 წელი
კონფერენციის დღე: 13 ნოემბერი, 2015 წელი
კულტურული ტური ძველ თბილისში: 14 ნოემბერი, 2015 წელი.

თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
ასევე, მოხსენებები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 6000 სიტყვას.
თუ მოხსენების პრეზენტაციისათვის საჭიროა დამატებითი ტექნიკური საშუალებები, მაგალითად პროექტორი და ა.შ. მოგვწერეთ.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
საერთაშორისო კონფერენციის პროგრამა/თეზისები და მოხსენებები დაიბეჭდება კრებულად და გადაეცემათ მონაწილეებს კონფერენციის გახსნამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ: igns@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე