2016-10-04

გაცნობითი შეხვედრა Fab Lab-ში

Fabrication Laboratory (FabLab) - ეს არის სრულიად ინოვაციური დაწესებულება ქართულ რეალობაში. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური ბიზნეს იდეებისა და პროექტების განხორციელებას.

სამრეწველო ლაბორატორია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის მერიის მხარდაჭერით რამდენიმე თვის წინ გაიხსნა, თსუ-ის სტუდენტებსა და ყველა სხვა დაინტერესებულ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ და განახორციელონ საკუთარი ბიზნეს იდეები, შექმნან სასურველი პროდუქციის პროტოტიპები და პირველი ნაბიჯები გადადგან საკუთარი Start-Up ბიზნესის დასაწყებად.

Fab Lab TSU - სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ სერვისს, რომელიც მოიცავს ბიზნეს ანალიტიკოსებთან კონსულტაციებს, შეხვედრების დაგეგმვას პოტენციურ ინვესტორებთან, მუშაობას გრაფიკოსებთან და სპეციალურ ტექნიკურ პერსონალთან.

Fab Lab TSU-ში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ, ან ადგილზე შეიმუშავონ სასურველი პროდუქციის ნახაზები. შემდეგ კი უნიკალური, მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით უსასყიდლოდ შექმნან პროდუქტის პროტოტიპები.

10 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება გაცნობითი შეხვედრა Fab Lab-ში.

მისამართი: უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, მესამე სართული.
საკონტაქტო ინფორმაცია:+995 571626320; +995 571010503
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 19:00
Print

« იხ. ყველა სიახლე