2015-11-25

ზამთრის სასწავლო-სამეცნიერო სკოლა გამოყენებით მათემატიკაში - „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-9“

2016 წლის 8-14 იანვარს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტი და თსუ-საბავშვო უნივერსიტეტი ატარებს ზაფხულის სასწავლო-სამეცნიერო სკოლას „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ-9“.

განაცხადის საფუძველზე სკოლაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მოსწავლეებს მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით. გასაუბრება ჩატარდება 2015 წ.  26 დეკემბერს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, თსუ-ს მე-11 კორპუსში, 350 აუდიტორიაში, რომლის შედეგად შეირჩევა 4 ასაკობრივი (თითოეული 15-მდე მოსწავლისაგან შემდგარი) ჯგუფი. განაცხადების მიღება დაიწყება 16 ნოემბრიდან - 25 დეკემბრის ჩათვლით. სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა მოგვაწოდეთ თსუ-ს მე-11 კორპუსში,  აუდიტორია 350, 13:00 საათიდან - 16:00 საათამდე (სამუშაო დღეებში).

სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე

ღონისძიების „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ მიზანია ინტენსიური პროგრამის საფუძველზე დაგეგმილ პერიოდში საინტერესო გახადოს მათემატიკური და მასთან მომიჯნავე დისციპლინები. ამასთანავე გათვალისწინებულია შერჩეულ მოსწავლეთა ჯგუფის გამოყოფა, რომლისთვისაც (2016 წ. თებერვალი – მაისი პერიოდში) ჩატარდება ყოველკვირეული შეკრება-ლექციები, რომელიც გულისხმობს გამოყენებითი მათემატიკის,ფიზიკის, პროგრამირების, ინჟინერიისა და სხვა, მათთან დაკავშირებული საბუნებისმეტყველო-ტექნიკური დარგების ელემენტების სწავლებას, ცნობილ მეცნიერებთან შეხვედრის ორგანიზებას. ზემოაღნიშნულის განხორციელება ნავარაუდევია არამარტო საქართველოს, არამედ მეზობელი სახელმწიფოების მოსწავლეებისთვისაც. რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ადრეული ასაკიდან კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებას.

საკონსულტაციო კომიტეტი: პროფ. თამაზ ვაშაყმაძე, პროფ. გურამ გაბრიჩიძე, პროფ. ანზორ გველესიანი, პროფ. ომარ ფურთუხია, პროფ. ქეთევან ჭკუასელი, პროფ. ეთერ ღვინერია,  დოქტ. მარინა ლომოური, ბ-ნი იუსუფ ფ. გიულვერი.   

საკონტაქტო პირი და კოორდინატორი: ქ-ნი ჟანა ბოლქვაძე (557 66 64 51).
დამხმარე კოორდინატორი: ქ-ნი ჟუჟუნა ცქიფურიშვილი (598 76 98 91).
ელ-ფოსტა: informtb@gmail.com
ვებგვერდი: https://www.facebook.com/nabijebi

Print

« იხ. ყველა სიახლე