2016-05-23

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ესეების კონკურსი “ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს ეკონომიკური ისტორია”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივეერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ,,ნორჩ ეკონომისტთა“ სკოლა საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს ესეების კონკურსს თემაზე: ,,ივანე ჯავახიშვილი და საქართველოს ეკონომიკური ისტორია“.

კონკურსი ტარდება ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა (VIII-XI კლასის მოსწავლეებმა) 10 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნონ ესე ელექტრონულ მისამართზე: junior@tsu.ge.

ესეებს შეაფასებს უნივერსიტეტის პროფესორებისაგან შემდგარი ჟიური.

ნაშრომი შეფასდება 10 ქულიანი სისტემით. შეფასების კრიტერიუმებია:
I. ნაშრომის აკადემიური სტილი - მაქსიმალური ქულა - 1
II. თემის აქტუალობა, შესაბამისობა - მაქსიმალური ქულა- 3
III. თემის ანალიზი - მაქსიმალური ქულა - 6
ესე უნდა პასუხობდეს კითხვაზე:
  • რატომ მიაჩნდა ივანე ჯავახიშვილს მნიშვნელოვნად საქართველოს ეკონომიკის ისტორიის შესწავლა?

ესეში მოყვანილი უნდა იყოს ერთი მაგალითი (ქეისი) საქართველოს ისტორიული სამეურნეო-ეკონომიკური გამოცდილებიდან და მოცემული მაგალითის ანალიზზე დაყრდნობით გაეცეს პასუხი დასმულ კითხვას.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ესე ელექტრონულ ფორმატში, შემდეგი პირობების დაცვით:
ნაშრომი გამოიგზავნოს PDF ფორმატში (word -იდან გადაყვანილი)
A4 ზომის
არა უმეტეს 300 სიტყვისა
შრიფტი - sylfaen
სათაურის შრიფტის ზომა 12
ტექსტის შრიფტის ზომა 11
სათაურის ქვეშ, ცალკე ხაზზე, უნდა მიეთითოს კონკურსის მონაწილის მიერ გამოგონილი ორიგინალური მაიდენტიფიცირებელი ფსევდონიმი, მაგ.: „წითელქუდა 7485“, „ბეტმენი 317“ და ა.შ. - ნებისმიერი სიტყვა და ციფრები

შენიშვნა:
ესეს ტექსტს თქვენი სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, მისამართი არ დაურთოთ, მხოლოდ ფსევდონიმი.

ესე გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე junior@tsu.ge შედეგად ავტორი ანონიმური დარჩება, რაც უზრუნველყოფს ჟიურის მიუკერძოებელ შეფასებას.

ყურადღება:
ესე, რომელსაც დართული ექნება მონაწილის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, მისამართი), არ შესწორდება და გამოეთიშება კონკურსს.

ესე, რომელიც სრულად არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს, არ შესწორდება და გამოეთიშება კონკურსს.

კონკურსის მსვლელობის ამსახველი მასალა გამოქვეყნდება საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://junior.tsu.edu.ge/  და საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე Facebook.com/თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.
 
ესეს შეფასებები გამოქვეყნდება ფსევდონიმებით.

რეიტინგული 5 ესეს ავტორი 24-26 ივნისის ჩათვლით გაემგზავრება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ,,ნორჩ ეკონომისტთა სკოლის“ საზაფხულო სკოლაში თელავში.

მონაწილეების ცხოვრების და მგზავრობის ხარჯებს (თბილისი-თელავი-თელავი-თბილისი) უზრუნველყოფს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ,,ნორჩ ეკონომისტთა სკოლის“ საზაფხულო სკოლა დაფინანსებულია სპორტის და ახალგაზრდობის სამონისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.

გამარჯვებული ნაშრომები ელექტრონულად გამოქვეყნდება საბავშვო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: junior.tsu.edu.ge და საბავშვო უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე Facebook.com/თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით junior@tsu.ge ან Facebook.com/თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

Print

« იხ. ყველა სიახლე