2011-03-24

სასერტიფიკატო კურსი: ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა

თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი
გთავაზობთ სასერტიფიკატო კურსს

ფინანსური პროგრამირება და პოლიტიკა

კურსი ხორციელდება ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრთან თანამშრომლობით და განკუთვნილია ეკონომიკური პროფილის ფაკულტეტების სტუდენტებისა და სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის, რომლებიც ფლობენ მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის ფუნდამენტურ საფუძვლებს.
კურსის მიზანია, მონაწილეებს გაუღრმავოს მაკროეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის, ფინანსური პროგრამირების დიზაინის (კონსტრუქციის) გაგება. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი:
  • შეძლებს სრულყოფილი მაკროეკონომიკური დიაგნოზის დასმას,
  • შეძლებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებას,
  • შეძლებს ეკონომიკურ სექტორებს (რეალური, ფისკალური, მონეტარული სექტორები და საგადამხდელო ბალანსი) შორის კავშირების ღრმა ცოდნით მნიშვნელოვანი ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას,
  • შეძლებს ეკონომიკური მოვლენების როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პროგნოზირებას,
  • შეძლებს ოპტიმალური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებას როგორც დამოუკიდებლად ასევე გუნდურად,
  • შესწავლილი ექნება ეკონომიკის ფუნქციონირების კანონზომიერებები მაკროეკონომიკურ დონეზე, რაც გაუადვილებს კონიუნქტურისადმი მისადაგებული პოლიტიკის შემუშავებას,
  • გამოუმუშავდება ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარ-ჩვევები,
  • შეეძლება ოპტიმალური სტრატეგიების შემუშავება,
  • ექნება დროის უმოკლეს მონაკვეთში სწრაფი ადაპტირების, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების, არსებული პრობლემის გადაჭრის უნარი.

კურსის ხანგრძლივობა - 15 დღე
კურსის ღირებულება - 170 ლარი

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 7 აპრილი.

ელექტრონული რეგისტრაცის ფორმა

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრში.
მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზ. 3, ოთახი № 320, ტელ.: 22 36 52, ელფოსტა: tsuLLL@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე