2018-11-12

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა პირველ საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობასა და დარგთა შორის კვლევებს, ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებს განუვითაროს აკადემიური და სამეცნიერო უნარ-ჩვევები; აამაღლოს სტუდენტთა ინტერესი ზოგადად, ჰუმანიტარული და, მათ შორის,  ქართველოლოგიური დარგების შესწავლისა და კვლევის მიმართ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ყოველწლიურად. მასში წარმოდგენილი იქნება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ყველა დარგი, ასევე, მომიჯნავე დარგები და დარგთაშორისი კვლევები.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა ყოველწლიურ საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურების სტუდენტებს.

სტუდენტთა პირველი საფაკულტეტო კონფერენცია ეძღვნება უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.  

კონფერენცია გაიმართება 17-18 დეკემბერს.
განაცხადების მიღება 20 ნოემბრამდე.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ კონფერენციის ვებგვერდი
Print

« იხ. ყველა სიახლე