2015-10-20

სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

24 ოქტომბერს, 12.00 სთ–ზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში ჩატარდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში მოქმედი „ნორჩ ეკონომისტთა სკოლის”  პირველი ლექცია. 

მოსწავლეები მოისმენენ შესავალ ლექციას ეკონომიკასა და ბიზნესში.
 
ნორჩ ეკონომისტთა სკოლაში გაწევრიანება თავისუფალია და უფასო. ლექციების კურსი გაგრძელდება მთელი სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველ შაბათს,  12.00 სთ–ზე, თსუ მაღლივი კორპუსის 206 აუდიტორიაში. ლექციებს წაიკითხავენ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები. სასწავლო წლის ბოლოს ჩატარდება კონფერენცია,  გაიცემა სერთიფიკატები, ხოლო კონფერენციაში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან დიპლომებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 577970280  მარი უკლება, თსუ ნორჩ ეკონომისტთა სკოლის კურატორი.
Print

« იხ. ყველა სიახლე