2009-08-18

18 აგვისტოს ჩეხი იურისტი სტუდენტები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვივნენ

საქართველოში სტუმრად მყოფი ჩეხი იურისტი სტუდენტები 18 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა საქალაქო სასამართლოს, თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტისა და “ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს” ერთობლივ პროექტს. “ინტელექტუალური საკუთრება” ოთხთვიანი პროექტია, რომელიც აღნიშნულ თემაზე, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩეხ და ქართველ იურისტ სტუდენტებს სასამართლოს თავჯდომარემ გიორგი შავლიაშვილმა უმასპინძლა. სტუდენტებმა მოისმინეს ლექცია ინტელექტუალური საკუთრების სამართალზე. სტუდენტებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსკურსიაც მოეწყო, სადაც ისინი გაეცნენ სასამართლოს ისტორიას და თავჯდომარისგან სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს.
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა და ჩეხეთის წარმომადგენლობებს შორის პირველი ერთობლივი გაცვლითი სასწავლო ვიზიტი ორ კვირას მოიცავს და 30 აგვისტომდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ჩეხი სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია სოციალური პროგრამები საქართველოს მდიდარი კულტურის, ტრადიციებისა და სამართლებრივი სისტემის გასაცნობად. გაცვლითი პროგრამით 24-30 აგვისტოს ქართველი იურისტი სტუდენტები ეწვევიან ჩეხეთს, სადაც დაგეგმილია აკადემიური ღონისძიებები ქართველი სტუდენტებისათვის.
Print

« იხ. ყველა სიახლე