2013-02-28

თსუ-ს განმარტება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება საზოგადოების დაინტერესებას თსუ „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის“ კურსდამთავრებულთა დიპლომებთან/ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და განმარტავს: „ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი“ თსუ-ში 1965-2007 წლებში ფუნქციონირებდა. ეს ფაკულტეტი სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევდა უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტზე მიღებულ სპეციალობასთან ერთად დაუფლებოდა ჰუმანიტარულ საერთო განათლებას. დიპლომი, რომელიც ფაკულტეტის კურსდამთავრებულზე გაიცემოდა კვალიფიკაციის ან ხარისხის მინიჭებას არ ითვალისწინებდა.
Print

« იხ. ყველა სიახლე