2013-03-29

ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე თსუ-ში

29 მარტს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა თსუ ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტებს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდია გადასცა.
ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიის გადაცემა უკვე მესამედ ხდება და მინდა, რომ სტუდენტების ყოველი ასეთი მნიშვნელოვანი სტიპენდიით დაჯილდოება საზეიმო ვითარებაში მოხდეს, ეს მათთვის უფრო დასამახსოვრებელი იქნება“, - განაცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა, თსუ პროფესორმა ნანა გუნცაძემ.
საფრანგეთში მყოფ ქართველ ლტოლვილთა სათვისტომოს პრეზიდენტმა ოთარ ზურაბიშვილმა აღნიშნა:  „ სტუდენტები ჩვენი მომავალია და ჩვენთვის, საფრანგეთში მცხოვრები ძველი ემიგრაციის წარმომადგენლებისთვის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტების დახმარება ჩვენს ერთ-ერთ მისიას წარმოადგენს“
ღონისძიებაზე თსუ ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტის სალომე სულაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართა სახელწოდებით „ფრანგული პოეზიითა და მუსიკით შთაგონებული ქართული მხატვრობა.“  საღამოზე თსუ სტუდენტებმა ფრანგი პოეტების ლექსები წაიკითხეს და ფრანგული სიმღერები შეასრულეს.
 
Print

« იხ. ყველა სიახლე