2010-10-06
პროგრამის – „ისწავლე საქართველოში“ მონაწილეები თსუ–ის სტუდენტები გახდნენ
![](/data/image_db_innova/PR/iswavle_saqar.jpg)
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები ერთობლივ პროგრამას - "ისწავლე საქართველოში" 2010 წლიდან ახორციელებენ.
![](/data/image_db_innova/PR/iswavle_saqar1.jpg)
პროგრამა შემუშავებულია თურქეთში მცხოვრები ახლგაზრდებისთვის. პროგრამის ფარგლებში, პირველ სასწავლო წელს 50 ახალგაზრდა გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს უნივერსიტეტებში ჩაირიცხება. ყველა სტუდენტის სწავლა სახელმწიფო სასწავლო გრანტით სრულად დაფინანსდება. სწავლის პერიოდში სტუდენტები სტიპენდიებსაც მიიღებენ. პროგრამა ითვალისწინებს ქართული ენის შესწავლას, რათა შემდგომში სწავლა ქართულ ენაზე გაგრძელდეს.
« იხ. ყველა სიახლე