2015-02-03

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის ინიციატივით თსუ-სა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა რეგიონებთან ურთიერთობა. ფოთი არ არის ჩვეულებრივი ქალაქი, ის საქართველოს საზღვაო კარიბჭეა, კულტურული ცენტრი. მემორანდუმი იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენი რესურსები გამოვიყენოთ ამ ქალაქისთვის; ჩვენს ახალგაზრდებს მიეცემა მეტი საშუალება ჩაერთოს ფოთის ცხოვრებაში. ხოლო ფოთის ახალგაზრდობა მიიღებს მეტ ინფორმაცია ჩვენს შესახებ, იმ პერსპექტივაზე, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ.“
„მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ქალაქ ფოთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი მეშვეობით, ახალგაზრდები უფრო გაერკვევიან თუ რა გზას უნდა დაადგნენ, როგორ შეეჭიდონ ამ ცხოვრებას,“-აღნიშნა ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეები დაგეგმავენ და განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს, რომელიც მიმართული იქნება ახალი თობების სრულფასოვანი განათლების, აღზრდის ხელშეწყობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის წახალისებისაკენ; განახორციელებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო, საზოგადოებრივ, კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე