2009-06-02

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი მეათე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ამერიკის შესწავლის საკითხებისადმი მიძღვნილი მეათე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია. წლევანდელი კონფერენციის თემა გახლდათ "ამერიკული დემოკრატიის გამოცდილება". წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავდა ამერიკის შეერთებული შტატების შესწავლის ყველა სფეროს. განხილულ იქნა აგრეთვე ლათინური ამერიკისა და კანადის საკითხები. მოხდა კრებულის - "ამერიკის შესწავლის საკითხების" პრეზენტაცია. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს : ამერიკის ელჩმა საქართველოში ჯონ ტეფტმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა. გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები და უმაღლესი სასაწავლებლების სტუდენტები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ასევე, ამერიკელი მეცნიერები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, დოქტორანტები, მაგისტრანტები და სტუდენტები. კონფერენციის ორგანიზატორები გახლდნენ ამერიკის შესწავლის საქართველოს ასოციაცია და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შესწავლის ცენტრი.

Print

« იხ. ყველა სიახლე