2018-12-04
თსუ-ს წარმატება - მეორე ადგილი საერთო ევროპული იმიტირებული პროცესების ჩემპიონატში
![](/data/image_db_innova/PR/cover.l9XdsdTwE.jpg)
გუნდს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიურის წინაშე
მოუწია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის ისეთ
აქტუალურ და ახალ საკითხებზე მსჯელობა, როგორიცაა ავტონომიური იარაღის
გამოყენების კანონიერება, კიბერ შეტევა და ომის წარმოების მეთოდები,
იძულებით გადაადგილება, ლტოლვილთა გადანაწილების სქემები, უკან გაძევების
დაუშვებლობის პრინციპი, ომის დანაშაულები და სხვ.
გუნდი მომზადდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის
საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორებისა და დოქტორანტების
ხელმძღვანელობით. აკადემიკოსმა
ლევან ალექსიძემ თსუ-ს
ინტერნაციონალიზაციის ამ მიმართულებით უკვე ფართო წარმატებული პრაქტიკა
დაამკვიდრა; გუნდს მომზადებაში დაეხმარნენ პროფესორი, დოქტორი
ქეთევან ხუციშვილი, რომლის
სახელსაც უშუალოდ უკავშირდება თსუ-ში ლტოლვილთა სამართლისა და საერთაშორისო
სისხლის სამართლის დამოუკიდებელ სასწავლო დისციპლინებად შემოღება, ასევე
ინსტიტუტის დოქტორანტი
ონისიმე ცხომელიძე.
![](http://online.tsu.edu.ge/data/image_db_innova/pr/IMG_0460.jpg)
ქეთევან ხუციშვილმა და საბა ფიფიამ თსუ ასევე
წარმოადგინეს იმიტირებული სასამართლო პროცესის თემატიკაზე გამართულ
კონფერენციასა და ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის
უნივერსიტეტების მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე საერთაშორისო ჰუმანიტარული
სამართლისა და ლტოლვილთა სამართლის პროფესორების მონაწილეობით, სადაც ამ
დისციპლინების სწავლებასთან დაკავშირებით რეგიონში არსებული მდგომარეობა და
გამოწვევები განიხილეს.
« იხ. ყველა სიახლე