2018-05-23

კრებულის „საქართველო და ევროპული სამყარო-ფილოსოფიურ-კულტურული დიალოგი“ მეორე ტომის პრეზენტაცია ბუქარესტის უნივერსიტეტში

რუმინეთში ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ინსტიტუტისა და ანთიმოზ ივერიელის ფილოსოფიური და თეოლოგიური სამეცნიერო ცენტრის მიერ მომზადებული და თსუ გამომცემლობაში დაბეჭდილი კრებულის „საქართველო და ევროპული სამყარო - ფილოსოფიურ - კულტურული დიალოგი“ მეორე ტომის პრეზენტაცია გაიმართა. კრებული სულ ახლახანს გამოიცა და მისი წარდგენა საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. პრეზენტაცია მიეძღვნა თსუ 100 წლისთავს. პრეზენტაციის ინციატორი იყო ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ სამეცნიერო კრებულის რედაქტორი, თსუ პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე, რომელიც ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა ბუქარესტში, მოწვეული სტუმრები და კრებულში გამოქვეყნებული მასალების ავტორები რუმინეთის აკადემიიდან, რუმინეთის საპატრიარქოდან, ანთიმოზ ივერიელის მონასტრიდან,  პროფესორები ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტიდან.

საქართველოს კონსულმა რუმინეთში გიორგი წიქარიშვილმა ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ „საქართველოსა და რუმინეთის ინტერესი ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობისადმი იმის საშუალებას იძლევა, რომ თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელება უფრო გააქტიურდეს და ორ ქვეყანას შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობები დამყარდეს.“  


Print

« იხ. ყველა სიახლე