2009-06-19

კავკასიაში გერმანიის დღეები აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარასაკევს 19 ივნისს სპეციალური ღონისძიება გამართა.

კავკასიაში გერმანიის დღეები აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარასაკევს 19 ივნისს სპეციალური ღონისძიება გამართა. “ბერლინის კედლის დანგრევის მე-20 წლისთავი – გერმანიისა და ევროპის დაყოფის დასასრული” – ამ მოხსენებით წარსდგა დოქტორი კრისტიან პერნჰორსტი უნივერსიტეტში შეკრებილი საზოგადოების წინაშე. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოვალეობის შემსრულებელმა იმ ისტორიულ ფაქტებზე ისაუბრა, რომელმაც ბერლინის კედლის აგება გამოიწვია. “20 წლის წინ კედლის დანგრევის გადაწყვეტილება გერმანიის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო”, – აღნიშნა კრისტიან პერჰორსტმა და დასძინა რომ ამ ისტორიულმა მოვლენამ გავლენა ერთიანი ევროპის ჩამოყალიბებაზეც იქონია.
Print

« იხ. ყველა სიახლე